Sunday, March 23, 2008

Historical Monuments























ისტორიული ძეგლები
თუშეთში 50-მდე დასახლებული და გაუკაცრიელებული სოფელია, რომელიც ისტორიული განვითარების თვალსაზრისით ორ ჯგუფად იყოფა:
ისტორიული დასახლებები - ჭონთიო, ჰეღო, დაქიურთა, ნაკადურთა (პირიქითის ხეობა); ინდურთა, წარო, ეთელტა, საგირთა, შავწყალა (წოვათაის ხეობა) XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში გეოპოლიტიკური თუ სხვა მიზეზების გამო მიტოვებულ იქნა, რის გამოც დაკონსერვებული სახით შემოინახა ისტორიული ფორმა.
ტრაიციული დასახლებები (ომალო, დოჭუ, დართლო და ა.შ.), რომელთაც დაკარგეს რა თავდაცვითი ფუნქცია, განიცადეს საცხოვრებელის ევოლუცია და სტრატეგიული რელიეფიდან განვითარდნენ წყნარ რელიეფზე.
განვიტარების მიხედვით გამოიყოფა საცხოვრებელი ნაგებობების სამი ტიპი: ძველი, გარდამავალი და ახალი. ძველი საცხოვრებელი - ისტორიული დასახლებებისათვის დამახასიათებელი კოშკურა 3-6 სართულიანი თავდაცვითი ნაგებობაა. ამგვარ ციხე-სახლებში ცხოვრობდნენ დიდი, განუყრელი ოჯახები, რაც კოლექტიური შრომისა და კოლექტიური თავდაცვის აუცილებლობით იყო განპირობებული.
გარდამავალი ტიპის საცხოვრებელი ნაგებობა „კარსეანი სახლი“ - ციხე-სახლზე მოშენებული ნაგებობა, რომელმაც ნამეტი პროდუქციის წარმოებისა და შენახვისთვის იყო განკუთვნილი. კარსეანი სახლების მშენებლობა დაიწყო XIX საუკუნის II ნახევრიდან. XIX საუკუნის ბოლოს კარსეანი სახლიდან ვითარდებ აივნიანი სახლი, რომელშიც ესთეტიკური ფაქტორი დომინირებს და გაწყობილია ქალაქური სტილის კარ-ფანჯრებითა და აჟურული აივნებით.
თუშური სოფლის პეიზაჟის განუყოფელი ნაწილია ციხე-კოშკი, ციხე-სახლის ტოპოლოგიური ანალოგი, რომელიც სასოფლო-საგვარეულო საკუთრებას წარმოადგენდა. ამგვარ ციხე-კოშკებში მტრის მოძალების ჟამს იხიზნებოდა მთელი მოსახლეობა და საერთო ძალით იცავდა თავს.
თუშეთსი ორი ტიპის ციხე-კოშკს ვხვდებით: პირამიდულსახურავიანს, რომელიც მხოლოდ პირიქითა თუშეთის ხეობაშია გავრცელებული (დართლო, კვავლო, ფარსმა, გირევი, ჰეღო, ჭონთიო) და ცალქანობა ან ორქანობა სახურავიან ციხე-კოშკებს, რომელიც თუშეთის ყველა ხეობაშია გავრცელებული.
თუშეთის საკულტო არქიტექტურა სამი ტიპისაა: წინაქრისტიანული (წარმართული); წარმართულ-ქრისტიანული (სინკრეტული) და ქრისტიანული.
წინაქრისტიანულ არქიტექტურას განეკუთვნება ჯვარ-ხატი. ეს არის საკრალიზებული ტერიტორია, სამი ქვისაგან აშენებული მცირე ზომის მასიური კოშკებით, ზოგჯერ ღვთისმსახურთა საცხოვრისითა და სარიტუალო კომპლექსებითურთ.
წარმართულ-ქრისტიანულ (სინკრეტულ) არქიტექტურას განეკუთვნება შუა საუკუნეების მცირე ზომის სალოცავები, ადგილობრივი სამარხი აკლდამების ანალოგიური ნაგებობები, ქრისტიანული არქიტექტურისათვის დამახასიათებელი დასავლეთ-აღმოსავლეთის ორიენტაციით, სატრაპეზოთი და სარკმლით (სოფლები: დართლო, გუდაანთა, წარო).
ქრისტიანულ არქიტექტურას განეკუთვნება XIX საუკუნეში რუსეთის კოლონიური ხელისუფლების მიერ აშენებული კანონიკური ეკლესიები (შენაქო, ომალო, ნაციხარი, ილიურთა, ჯვარბოსელი, დართლო, ფარსმა).
სამარხი არქიტექტურის ნიმუშებია შუა საუკუნეების აკლდამები, რომელიც აშენებულია ფიქალი ქვით, აქვს თაღოვანი ჭერი და სიპედი სახურავი (ჰეღო, ჩიღო, წარო, ალასგორი).
საზოგადოებრივი ნაგებობიდან აღსანიშნავია სოფელ დართლოს „საბჭეო“, თემური სამართალწარმოების იშვიათი მატერიალური ძეგლი. აქ ნახევარწრიულად განლაგებული იყო 12 უხუცესის ქვის სავარძლები. სავარძლების წინ მიწაში ჩასმული იყო ორი ქვა - მომჩივანისა და მოპასუხისათვის. ამჟამად ძეგლი დაზიანებულია და შემორჩენილია ქვის სამი სავარძელი.

Historical Monuments
There are approximately 50 settlements and remnants of villages in Tusheti. Based on their development, they can be divided into two groups:
Historical settlements – Chontio, Hegho, Dakiaurta, Nakudurta (Pirikita community); Indurta, Tsaro, Etelta, Sagirta, Shavtskala (Tsova community) were abandon in the edge of XIX and XX centuries due to geo-political or other reasons. As a result they have conserved its previous historical from intact.
Traditional settlements (Omalo, Dochu, Dartlo, etc.) had lost their function as defense shield; their type of constructions had changed and the main location had shifted from strategically important one to rather flat surface.
According to their development, there are three main types of housing common in Tusheti: Traditional, Transitional and Modern.
Traditional type is common in historical settlements. It is a 2-6-floor construction with a tower that reminds of fortress but is used not only for defense and protection but for living as well. This was a common habitat for extended families. Extended families survived due to the necessity of collective work and defense.
Transitional type of housing is again a fortress-house but with an extended constructions for storage of different goods. This type if called “Karseani”. People in Tusheti started to construct this type of housing from the mid 19th century. By the end of 19th century its architecture had evolved into a house with balcony, driven by the aesthetic side of construction and decorated with urban-style doors and windows and ornamented balconies.
Inseparable part of Tushetian landscape is fortification with towers that is typologically similar to fortress-house common in Tusheti. These types of fortress were either owned by one family or by the village and it was used for defense as well as warfare.
There are two types of fortification characteristic to Tusheti: the first with pyramid-shaped roof common in Pirikiti Tusheti (Dartlo, Kvavlo, Parsma, Girevi, Hegho, Chontio) and the second, with one or two sided pitched roofs common throughout Tusheti.
There are three types of religious architecture in Tusheti: pre-Christian (pagan), pagan-Christian (syncretic) and Christian.
Typical monument of pre-Christian architecture is so called “Djvar-Khati”. This is sacral, religious territory with small-size constructions with towers, shelters for clergy and other building for religious rituals made out of shale.
Monuments of syncretic architecture include small-size chapels from medieval period. Those construction remind local burials, but they are “faced” to from west to east, have refectory and windows (in villages Dartlo, Gudaanta, Tsaro), as it is characteristic to Christian architecture.
Monuments of Christian architecture in Tusheti are churches built in XX century by Russians. These are canonic Christian churches in Shenako, Omalo, Natsikhari, Iliurta, Chvarboseli, Dartlo, Parsma.
Typical burials are from medieval age. They are built from shale, have an arched roof made of float slates (Hehgo, Chigho, Tsaro, Alisgori).
Among public buildings one of the most remarkable constructions is “Sabcheo” (Council) in the village Dartlo. It is a unique monument of tribal system of justice. It consists of a hall with 12 stone armchairs for the elders. In front of those sits, there are two stones – a place for accuser and defendant. Today, this monument is nearly destructed and only three sits remain.

History

ისტორიული მიმოხილვა
გეოგრაფიული იზოლაციის, ისტორიული ცენტრებიდან და მოვლენებიდან მოშორების გამო, გვიან შუასაუკუნეებამდე თუშეთისა და თუშების შესახებ არცთუ ბევრი ისტორიული ცნობა გვხვდება. თუმცა თუშეთში აღმოჩენილი ბრინჯაოს ნივთები, რომლებიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-12-11 საუკუნეებითაა დათარიღებული, გვაძლევს უფლებას ვვარაუდოთ, რომ ადამიანს თუშეთის ტერიტორიაზე უძველესი დროიდან უცხოვრია.
კავკასიონის მთების წყალობით მიუწვდომელი და ძნელად მისასვლელი თუშეთი, როგორც უცხოელი დამპყრობლებისათვის, ასევე ქართველი ფეოდალებისათვის საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობდა. მისდევდნენ მესაქონლეობასა და მიწათმოქმედებას, ეწეოდნენ მეკოპარობას (მეზობელ მთიელებზე დოვლათის დაუფლების მიზნით თავდასხმა) და თავად იგერიებდნენ მეზობელი ქისტებისა (ჩეჩნები) და ლეკ-დიდოების (დაღესტნელები) შემოსევებს. ბუნების მკაცრმა პირობებმა და მეზობელი მთიელების მუდმივმა შემოსევებმა თუშები საუკეთესო მეომრებად ჩამოაყალიბა.
კახეთის მეფე ლევან II-მ (1520-1574) თუშებს ზამთრის საძოვრებად ალონის (დღევანდელი ალვანი) ველი უბოძა. ამიერიდან თუშების ცხოვრება სამუდამოდ დაუკავშირდა მეზობელ კახეთს. ყოველთვის, როდესაც კახეთს უჭირდა, თუშები და სხვა მთიელები მას დახმარებას უწევდნენ.
თუშეთი მუდამ განიცდიდა ჩრდილოელი მეზობლების თავდასხმას. ამის დასტურად ციხეებითა და კოშკებით გამაგრებული თუშური სოფლების მონახულებაც კმარა. ომალოსა და წოვათას ციხეს ბევრჯერ მისდგომია მტერი, მაგრამ სიმაგრეების აღება ვერასდროს მოუხერხებია. ამგვარი ციხეების აგებაში თურმე მთელი სოფელი მონაწილეობდა, რადგან ყოველ გვარს საკუთარი ციხე-სიმაგრის აშენების საშუალება არ ჰქონდა, ხოლო თავშესაფარის გარეშე ყოფნა დაღუპვის ტოლფასი იყო. ძველი თუშური საცხოვრებელი ციხე-სიმაგრის ტიპისა იყო და ერთდროულად თავდაცვით, საცხოვრებელ და სამურნეო ფუნქციებსაც ასრულებდა. დღეს, შუა საუკუნეებისათვის დამახასიათებელი დასახლებათა ნაშთები პირიქითის, წოვათასა და ჩაღმის ხეობებში ისტორიული წარსულის მოწმეებად შემორჩენილან.
თავისებური და განსხვავებულია თუშეთის არქიტექტურა: ფიქალით ნაშენი დახურულაივნიანი სახლები და ციხე-სიმაგრეები მეზობელი მთიელების: ხევსურების, ფშაველებისა თუ დაღესტნელების სახლებისაგან სახურავებით გამოირჴევა. თუშური საცხოვრებელი სახლები სიპი ქვით, ორფერდა სახურავით არის გადახურული, რომელსაც მნახველი პირველივე შეხედვით შეამჩნევს.
XIX საუკუნის ბოლოდან ტრადიციული თუშური სახლები ქალაქური ტიპის აივნიანმა სახლებმა შეცვალა. თუშეთისათვის არატიპიური დუღაბით ნაშენი და პირამიდისებური სახურავის მქონე კოშკები კარგად არის შემონახული პირიქითა ალაზნის თემში და ჭონთიომდე ყველგან გვხვდება. ეს სიმაგრეები, ისევე როგორც მთელი თუშეთი, მრავალი ბრძოლის მომსწრენი არიან.
საკულტო ნაგებობები თუშური სოფლის ორგანული ნაწილია, რომლებიც ქრისტიანული და წარმართული რწმენა-წარმოდგენების შერწყმას ასახავს.
XX საუკუნის ოცდაათიანი წლებიდან თუშებმა კახეთში, ალვანის ველზე დაიწყეს ჩამოსახლება. გაჩნდა ორი დიდი სოფელი - ზემო და ქვემო ალვანი. XX საუკუნის 50-იან წლებში საბჭოთა მთავრობამ საქართველოს მთიანი რეგიონების იძულებითი დაცლა დაიწყო, ამ პერიოდში მრავალი მაღალმთიანი სოფელი დაცარიელდა. მოსახლეობა მხოლოდ ჩაღმის თემის რამდენიმე სოფელს: ომალოს, შენაქოსა და დიკლოს შემორჩა.
წლის მნიშვნელოვან პერიოდს, სამანქანო გზის არარსებობისა და რთული საცხოვრებელი პრიობების გამო, თუშეთის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი კახეთში ატარებს, ზაფხულობით კი კვლავ მთაში ბრუნდება. ყოველი თუში თავს ვალდებულად თვლის, რომ წელიწადში ერთხელ თუშეთის მთები, მშობლიური სოფელი მოინახულოს და საზაფხულო რელიგიურ დღესასწაულებში მიიღოს მონაწილეობა. შირაქიდან დაძრული მწყემსები კი თავის ცხვარს ყოველ ზაფხულს ისე თუშეთის მთებში აძოვებს. აქვე წველიან და ამზადებენ თუშურ გუდის ყველს. ზაფხულის მანძილზე თუშეთი გამოცოცხლებულია, იქაურობა ხალხითაა სავსე და მთებში ყველგან ცხვარია. ხოლო ზამთარში აქ რამდენიმე ადამიანი რჩება და გაუკაცრებულ სოფლებში თოვლი და მდუმარება ისადგურებს.
Historical Overview
Being geographically isolated and distant from the centers and events, history of Tusheti and Tushetian people before the late medieval period is scarce in chronicles. However, bronze item found in Tusheti and dated back to XI-XII centuries give and evidence that men had lived in Tusheti since ancient times.
Located in the heart of high mountains of Caucasus, Tusheti was inaccessible for foreign enemies as well as for Georgian feudals and it lived a life of its own. Tushetian people had cattle and raised corps. Often they would attack neighboring tribes to seize their property and cattle and so did the other tribes from Chechnya and Dagestan and Tushetian had to fight back to protect their own property. Severe natural conditions and frequent fights with neighbors made Tushetians into skillful warriors.
King of Kakheti Levan II (1520-1574) gifted Tushetians Aloni valley (now, Alvani) as a winter pasture. Since that time, life of Tusheti people became closely linked to their neighboring region – Kakheti. Every time Kakheti was in need, Tushetians and other ethnic groups from mountainous parts of Georgia were there to help.
Tusheti had suffered constant attacks from northern neighbors. This can be easily guessed by having a simple look at traditional Tushetian villages all surrounded by fortresses. Omalo and Tsovata fortress was attacked many times but never defeated. Such fortresses were built by the whole village, since each family separately couldn’t afford to build a castle of its own and not having a protection and shelter was equal to death. Traditional Tushetian house was fortress-type and it served not only as a living and household space, but also provided protection when enemy attacked. Nowadays you can find typical medieval settlement remnants in Pirikita, Tsova and Chagma communities.
Architecture in Tusheti is very unique and distinguished: houses and fortresses built from shale with roofed balconies are different from architecture of neighboring Khevsureti and Dagestan by their roofing. Constructions in Tusheti have a pitched roof made out of float states and any visitor notices this difference from the first sight.
In the end of XIX century architecture in Tusheti started to be dominated by urban houses with open balconies. In Pirikita and Chontio communities you can often see non-typical to Tusheti fortress with cemented, pyramid-shaped roof. Those fortresses have experienced many battles as any other fortress in Tusheti.
Religious buildings are inseparable part of Tusheti villages. They represent a very distinct interconnection of Christianity and pagan religions of the past.
In early 30’s of XX century Tushetian started to migrate in Kakheti. New settlers formed two large villages – Zemo Alvani and Kvemo Alvani. In early 50’s of XX century soviet government started forceful migration of people from mountainous regions of the country to the valley. Many villages in Tusheti remain abandoned from that time on and only few villages in Chagma community are still populated: Omalo, Shenako and Diklo.
Most of the time Tushetians spend in Kakheti since roads are closed and there is no communication. They return to Tusheti during summer-time. Every Tushetian feels obliged to visit his/her village at least once a year and attend religious celebrations during summer.
Sheppard pasture sheep from Shiraki Valley to Tusheti. They milk ship there and produce famous Tushetian “Guda” cheese. In summer, Tusheti is very lovely, full of people and a lot of sheep. However, in winter only few men remain there and abandoned villages are silent and covered with a blanket of snow.

Hydro Resources









ჰიდრორესურსები
თუშეთში ორი მდინარეა: გომეწრის (თუშეთის) ალაზანი და პირიქითის ალაზანი თავისი მრავალი შენაკადით. ეს ორი მდინარე ერთმანეთს ერთდება სოფელ შენაქოს მიდამეობში და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შემდეგ დაღესტანში მიედინება ანდის-ყოუსის სახელწოდებით და კასპიის ზღვაში ჩაედინება. გომეწრის (თუშეთის) ალაზანი სათავეს იღებს ბორბალოს მთაზე დაახლოებით 3000 მ-ზე ზღვის დონიდან, ხოლო პირიქითის ალაზანი აწუნთა-თებულოს ქედის აღმოსავლეთ ფერდობებზე (3300 მ-ზე).
გომეწრის (თუშეთის) ალაზანს (სიგრძე 53 კმ) შენაკადთა უმეტესობა მარჯვენა მხრიდან აქვს: შავწყალი, ვაკისძირის ხევი, ორწყალი თავისი შენაკადებით: ვესტმოს ხევი, სახარის, შავიკლდის, სამერცხლისა და საბუის ხევები. ხისოს (ჭანჭახოვანის) ალაზანი თავისი შენაკადებით: ორმოთგორის ხევი, ფიცრის ჭალის, ალატოვანის, ენჭოს და ხისოს ხევები და ნახიდურის წყალი. მარჯვენა მხრიდან უერთდება წუათის ხევი.
პირიქითა ალაზნის მარცხენა მხარის შუამდინარეებია: თურსიეხის ხევი, ჭონთიოს, გირევის, ფარსმის, ჭეშოს, ცირბევის, წისქვილების, კვავლოს, დანოსა და ჩიღოს ხევები. მარჯვენა მხრიდან კი - ლაროვანის წყალი. თუშეთის მდინარეები ზამთარში ნაწილობრივ იყინება.
თუშეთში ვხვდებით უამრავ პატარ-პატარა ზომის ტბებს, რომლებიც სხვადასხვაგვარი წარმოშობისაა. სუბალპურ ზონაში (მდინარე ორწყლის სათავეებში) მყინვარული წარმოშოის ტბებია. ისინი იმდენად პატარა ზომისანი არიან, რომ არც ერთი მათგანის დიამეტრი არ აღემატება 20 მეტრს. ასეთივე ზომის ტბებს ვხვდებით შავი კლდის ხევისა და ვებუს ხევის სათავეებში. კალოიანის ხევის სათავეში მდებარე ტბა (მყინვარული წარმოშობის) მთელი წლის განმავლობაში გაყინულია.
ჭანჭახოვანის ქედის ჩრდილო ფერდობებზე მდებარე ტბის სიგრძე 12-15 მ-ია, იგანე 5-6 მ. ტბა ძალიან ღრმაა. ნასოფლარ ჰეღოსთან გვხვდება გამდინარე ტბა სიგრძით 200 მ.
თუშეთის ტერიტორიაზე ვხვდებით ჭაობებსაც, რომლებიც პატარა ტბების დაშრობით უნდა იყოს გამოწვეული. ისინი გავრცელებულნი არიან როგორც ალპურ და სუბნივალურ ზონებში, ისე სოფლების მიდამოებში. მაგალითად, სოფლების: შენაქოს, ომალოს, დიკლოს, თურსიეხისა და ხიხაბოს ჭაობების არსებობაზე დიდი გავლენას ახდენს გრუნტის წყლების ზედაპირთან ახლოს მდებარეობა.
თუშეთში საკმაოდ დიდი რაოდენობითაა სამკურნალო-მინერალური წყლები. „ჩიღოს წყალი“ ძალიან მარილიანია და შეიცავს ქლორიდებს, ვეძის გორის ძირში გამოდის მჟავე წყლის ორი ჭავლი, სოფელ ხისოსთან, შენაქოსთან, ფარსმასთან. ნასოფლარასთან და ჭონთიოსთან გვხვდება ტუტე-მარილიანი წყლები, ასევე ომალოსთან არის ტუტე მარილიანი წყლის სამი ჭავლი. სოფელ დოჭუსა და ხახაბოს მიდამოებში არის რკინის შემცველი წყაროები.

Hydro Resources
Tusheti has two major rivers: Gomertsi (Tushetian) Alazani River and Pirikiti Alazani River. They join close to the village Shenako and the headwater continues to flow across the State border to Dagestan, where it is called “Andis-kous” and terminates in the Caspian Sea. Gomertsi (Tushetian) Alazani River originates from the Mountain Borbalo, 3000 meters above sea level, while Pirikiti Alazani River starts eastern slope from Atsunta-Tebuo Range (3000 m).
Most of the tributaries of Gomertsi (Tushetian) Alazani River (length – 53 km) are from the right side. Major tributaries include Shavtskali, Vakisdziri Khevi, Ortshakli (with its tributaries – Vestmos Khevi, Sakharisi, Shavkldis Khevi, Samertskliis Khevi, Sabuis Khevi) and Khisos (Chanchakhovanis) Alazani with its tributaries (Ormotgoris Khevi, Phitsris Chala, Alatovanis Khevi, Enchos Khevi, Khisos Khevi and Nakhiduris Tskali). The only tributary from the left side is Tsutis Khevi.
Left side tributaries of Pirikiti Alazani River include Tursiris Khevi, Chotiosis Khevi, Girevis Khevi, Parsmisis Khevi, Cheshos Khevi, Tsirbevis Khevi, Tsiskvilebis Khevi, Kvavlos Khevi, Danosis Khevi and Chigos Khevi. Larovanis Tskali is another tributary of Pirikiti Alazani River from the right side.
Rivers in Tusheti partially freeze during winter.
There are multiple small-size lakes in Tusheti of different origins. In sub-alpine zone (where Ortskali River originates) there are glacial lakes. Lakes in this group are very small in size and none of them is larger than 20 meter in diameter. Similar lakes are also found at the origins of Shavikldis Khevi and Vebus Khevi (rivers). Up to the origins of Khalovani Khevi there is one subglacial lake (also originated from glacier melt but covered with ice all year round).
On one of the slopes of Chanchkhovani Range there is a very deep lake. It is 12-15 m long and 5-6 m wide. Close to the ruins of village Hegno there is one more lake with a significant outflow and it is 200 m long.
There are number of swamps on the territory of Tusheti that were formed as a result of evaporation of small-size lakes. Swamps are found in alpine as well as sub-rival zones and close to inhabited areas. For example, swamps in the adjacent areas of villages Shenako, Omalo, Diklo, Tursiekhi and Khakhabo are formed as a result of ground waters being too close to the surface.
There are numerous natural mineral and therapeutic waters in Tusheti. “Chogis Tskali” (Tskali – water) is very salty with high concentration of chlorine. At the bottom of Vedzi Hill there are two springs of drinking water with an acerbic taste. Close to villages Khiso, Shanko, Parsma, Nasoplari and Chontio there are number of alkaline-salty springs and three similar types of springs are also found close to the village Omalo. In the adjacent areas of villages Dochu and Khakhabo there are springs with high iron concentration.

Climate

























კლიმატი
თუშეთში იანვარ-თებერვლის ჰაერის საშუალო ტემპერატურა 3-8 გრადუსია, მინიმალური კი -13-15 გრადუსი. თოვლის საფარის ხანგრძლივობაა 5-6 თვე. ივლისსა და აგვისტოში კი ტემპერატურა 14-15 გრადუსს აღწევს.
ნალექების რაოდენობა მერყეობს 450-900 მმ-ს შორის. საშუალოდ 770 მმ-ია. აქედან 69% აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით მოდის, 31% - დანარჩენ ექვს თვეს მყარი სახით. თოვლის საფარის მაქსიმალური სისქე 2 მ-ს აღწევს, მინიმალური კი 0,3 მ-ს.
თუშეთის ჰავა კონტინენტურია. თვეში ღრუბლიანი დღეების რაოდენობა საშალოდ 5,5-ია. სეტყვა აქ იშვიათია, ხორხოშელა კი უფრო ხშირად არის მოსალოდნელი. საშუალო სიჩქარის ქარი 7-14 მ/წმ-ია და წელიწადში 10%-ს აღწევს. თუშეთში ძირითადად სუსტი ქარი და წყნარი დღეები იცის.

Climate
Average temperature in January-February is 3-8 C. The lowest temperature is -13-15 C. Snow lasts for 5-6 months and average temperature in July-August is 14-15 C.
Annual precipitation rates vary from 450 mm to 900 mm, with an average of 770 mm. 69% of total level of precipitation falls from the period of April to September and the rest 31% for the rest of the year as snow, or ice. Maximum depth of snow pack is 2 m and the minimum – 0,3 m.
Climate in Tusheti is Continental. Average number of cloudy days per month is 5,5. Although hail is very uncommon, sleet is quite usual. Tusheti is not windy, soft breeze is most common. Average speed of wind is 7-14 MPS and wind blows only 10% of time in year.

Geography











გეოგრაფიული მდებარეობა
საქართველოს ულამაზესი კუთხე თუშეთი საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, აღმოსავლეთ კავკასიონზე მდებარეობს - ჩრდილოეთ განედსა 42032/-42022/ და აღმოსავლეთ გრძედის 63017/-63022/ შუა; მისი ფართობი 896 კმ2-ია. ადმინისტრაციულად იგი შედის ახმეტის რაიონში და ზღვის დონიდან 1650-4493 მ სიმაღლეზე მდებარეობს; სოფლები კი 1900 მეტრიდან 2400 მეტრამდეა განლაგებული.
თუშეთს აღმოსავლეთიდან დაღესტანი, ჩრდილოეთიდან ჩეჩნეთი, დასავლეთით ხევსურეთი, სამხრეთით კი კახეთი ესაზღვრება.
მაღალმთიანი, ქედებითა და მწვერვალებით გარშემორტყმული თუშეთი დაღარულია უამრავი ხევით, რომელთაგან ჩამონადენი წყლები თუშეთის ორ მთავარ მდინარეში: პირიქითისა და თუშეთის (გომეწრის) ალაზნებში ჩაედინება.
ორივე ალაზანი სოფელ შენაქოს მახლობლად ერთდება, სცილდება თუშეთისა და საქართველოს საზღვარს, გადის დაღესტანში და კასპიის ზღვაში ჩაედინება.
თუშეთი ოთხ ძირითად თემად იყოფა. პირიქითა ალაზნის ხეობის ზემო წელის სოფლებს პირიქითი ჰქვია, გომეწრის ალაზნის ხეობის სოფლები გომეწრის თემს ეკუთვნის, წუათას წყლის აუზში მდებარე სოფლები - წოვათას თემს შეადგენენ, ხოლო ჩაღმის თემი ორივე ალაზნის შეერთების აუზშია მოქცეული და თუშეთის ადმინისტრაციული ცენტრი - ომალოც ამ თემს მიეკუთვნება.
თუშეთში მიმავალი სამანქანო გზა კახეთიდან, სოფელ ფშაველიდან იწყება და საქართველოს ყველაზე მაღალი სამანქანო გადასასვლელის - აბანოს უღელტეხილის (2926 მ) გავლით ომალოში ჩადის. აბანოს უღელტეხილი წლის მანძილზე მხოლოდ რამოდენიმე თვე ფუნქციონირებს და ამ დროის მანძილზე გამუდმებით იწმინდება მეწყერებისა და კლდეთა ნაშალისაგან.
Geographical Description
One of the most beautiful parts of Georgia – Tusheti is located in the Northeast part of Georgia on the slopes of East Caucasus, between the northern latitude of 42032/-42022/ and eastern longitude of 63017/-63022/. It is one of the administrative parts of Akhmeta District. Tusheti is 1650-4493 meters above sea level and settlements are located from 1900 meters to as high as 2400 meters above sea level.
Tusheti is bordered by Dagestan and Chechnya from east and north Khevsureti and Kakheti from west and south.
Tusheti is all surrounded by high mountain ranges and picks that are heavily eroded by the multiple gorges of rivers. Those rivers feed two major rivers in Tusheti: Pirikiti Alazani and Tusheti (Golertsi) Alazani rivers.
These two Alazani rivers join close to the village Shenako and the headwater flows beyond Georgian territory. It crosses Dagestan and flows into the Caspian Sea.
Tusheti is divided into four communities: villages located up from Pirikiti Alazani River gorge are called Pirikit Community, villages in Gomertsi Alazani gorge are grouped into Gomertsi Community, villages in the basin of Tsuata Tskali River are called Tsova Community and the last community – Chagmis Community is located in the basin of confluence of two Alazani rivers and the administrative center of Tusheti – Omalo, also belongs to this community.
The road to Tusheti starts from the village Pshaveli in Kakheti and it goes through the Abano Pass (2926 m), which is the highest point on Georgian road map, to Omalo. Abano Pass is only open for few months year-round and even for this period it needs constant repairs from landslides and clean-ups from falling rock pieces and stones.