Sunday, March 23, 2008

Geography











გეოგრაფიული მდებარეობა
საქართველოს ულამაზესი კუთხე თუშეთი საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, აღმოსავლეთ კავკასიონზე მდებარეობს - ჩრდილოეთ განედსა 42032/-42022/ და აღმოსავლეთ გრძედის 63017/-63022/ შუა; მისი ფართობი 896 კმ2-ია. ადმინისტრაციულად იგი შედის ახმეტის რაიონში და ზღვის დონიდან 1650-4493 მ სიმაღლეზე მდებარეობს; სოფლები კი 1900 მეტრიდან 2400 მეტრამდეა განლაგებული.
თუშეთს აღმოსავლეთიდან დაღესტანი, ჩრდილოეთიდან ჩეჩნეთი, დასავლეთით ხევსურეთი, სამხრეთით კი კახეთი ესაზღვრება.
მაღალმთიანი, ქედებითა და მწვერვალებით გარშემორტყმული თუშეთი დაღარულია უამრავი ხევით, რომელთაგან ჩამონადენი წყლები თუშეთის ორ მთავარ მდინარეში: პირიქითისა და თუშეთის (გომეწრის) ალაზნებში ჩაედინება.
ორივე ალაზანი სოფელ შენაქოს მახლობლად ერთდება, სცილდება თუშეთისა და საქართველოს საზღვარს, გადის დაღესტანში და კასპიის ზღვაში ჩაედინება.
თუშეთი ოთხ ძირითად თემად იყოფა. პირიქითა ალაზნის ხეობის ზემო წელის სოფლებს პირიქითი ჰქვია, გომეწრის ალაზნის ხეობის სოფლები გომეწრის თემს ეკუთვნის, წუათას წყლის აუზში მდებარე სოფლები - წოვათას თემს შეადგენენ, ხოლო ჩაღმის თემი ორივე ალაზნის შეერთების აუზშია მოქცეული და თუშეთის ადმინისტრაციული ცენტრი - ომალოც ამ თემს მიეკუთვნება.
თუშეთში მიმავალი სამანქანო გზა კახეთიდან, სოფელ ფშაველიდან იწყება და საქართველოს ყველაზე მაღალი სამანქანო გადასასვლელის - აბანოს უღელტეხილის (2926 მ) გავლით ომალოში ჩადის. აბანოს უღელტეხილი წლის მანძილზე მხოლოდ რამოდენიმე თვე ფუნქციონირებს და ამ დროის მანძილზე გამუდმებით იწმინდება მეწყერებისა და კლდეთა ნაშალისაგან.
Geographical Description
One of the most beautiful parts of Georgia – Tusheti is located in the Northeast part of Georgia on the slopes of East Caucasus, between the northern latitude of 42032/-42022/ and eastern longitude of 63017/-63022/. It is one of the administrative parts of Akhmeta District. Tusheti is 1650-4493 meters above sea level and settlements are located from 1900 meters to as high as 2400 meters above sea level.
Tusheti is bordered by Dagestan and Chechnya from east and north Khevsureti and Kakheti from west and south.
Tusheti is all surrounded by high mountain ranges and picks that are heavily eroded by the multiple gorges of rivers. Those rivers feed two major rivers in Tusheti: Pirikiti Alazani and Tusheti (Golertsi) Alazani rivers.
These two Alazani rivers join close to the village Shenako and the headwater flows beyond Georgian territory. It crosses Dagestan and flows into the Caspian Sea.
Tusheti is divided into four communities: villages located up from Pirikiti Alazani River gorge are called Pirikit Community, villages in Gomertsi Alazani gorge are grouped into Gomertsi Community, villages in the basin of Tsuata Tskali River are called Tsova Community and the last community – Chagmis Community is located in the basin of confluence of two Alazani rivers and the administrative center of Tusheti – Omalo, also belongs to this community.
The road to Tusheti starts from the village Pshaveli in Kakheti and it goes through the Abano Pass (2926 m), which is the highest point on Georgian road map, to Omalo. Abano Pass is only open for few months year-round and even for this period it needs constant repairs from landslides and clean-ups from falling rock pieces and stones.

No comments: